ბიძინა ივანიშვილი: იმ თანხას, რომლის მოძიებასაც მთავრობა სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ვერ შეძლებს, მე დავაფინანსებ
18-06-2015, 07:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპრემიერისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მთავრობის წევრები აქტიურად ცდილობენ მოიძიონ რესურსები იმისთვის, რათა სტიქიის შედეგები მაქსიმალურად აღმოფხვრან.



ივანიშვილის თქმითვე, ამ საქმიანობაში საზოგადოების წევრები და ბიზნესმენები აქტიურად არიან ჩართულები, თუმცა, თუ მთავრობა მთლიანი თანხის მობილიზებას ვერ შეძლებს, ის ყველა იმ დანაკლისს აანაზღაურებს, რაც მთავრობას სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის დასჭირდება.



ამის შესახებ ივანიშვილმა „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში“ „მოქალაქის“ ახალი პროექტის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.



„მე საჯაროდ განვაცხადე და კიდევ გავიმეორებ, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ეს საქმე ძირითადად მთავრობის საკეთებელია და ისინი აქტიურად ცდილობენ, მოიძიონ რესურსები იმისთვის, რათა ის ხარჯები, რაც სტიქიამ და ამ უბედურებამ მოიტანა, მაქსიმალურად დააკმაყოფილონ და დაფარონ. რასაც ვერ შეძლებენ, მე განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დავაფინანსებ. მთავრობას ჩემი სახით ასეთი დაზღვევა აქვს. ბიზნესსექტორი, ამ კუთხით, ძალიან აქტიურობს და მადლიერებით ვიხსენებ, რომ მირეკავენ ნაცნობი ბიზნესმენები და დაფინანსებაში მონაწილეობის მიღებას ცდილობენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



13 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ვერე ადიდდა, რამაც თბილისის ცენტრალური ქუჩების დატბორვა გამოიწვია. წყალდიდობის შედეგად ქალაქში როგორც მატერიალური ისე ადამიანური მსხვერპლი დიდია. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზარალი 100 მილიონს გადააჭარბებს. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 19 ადამიანია გარდაცვლილი, 3 კი დაკარგულად ითვლება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი