2008 წლის 8 აგვისტოს ომიდან ათი წელი გავიდა. ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს.
მემორიალი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაქარია ენდელაძემ და საკრებულოს თავჯდომარემ, იმედა მღებრიშვილმა მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.
ადიგენის თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა რევაზიმ გმირებს გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადა.
2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში გარდაცვლილი სამი გმირის სახელი მინიჭებული აქვს დაბა ადიგენის ქუჩებს.
ინფორმაციას ადიგენის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.