სოფელ ხიდრის მკვიდრი, 28 წლის ზაზა გლუნჩაძე, ერთადერთი იყო ხარაგაულიდან, რომელიც ბრძოლის ველიდან დაჭრილი მეგობრის გამოყვანის დროს მტრის ტყვიამ იმსხვერპლა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მოადგლე არჩილ მაღრაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ბრძოლაში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძის, საფლავი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილს პატივი მიაგეს.
გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მამა გაბრიელმა(კურტანიძე). რუსეთ-საქართველოს ომს იმერეთიდან 34 ახალგაზრდა ემსხვერპლა.
ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.