წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწუმენბულ-გუბერნატორის მოადგილესთან იოსებ ხახალეიშვილთან ერთად, 2008 წელს ომში დაღუპული გმირების სულებს პატივი მიაგო.
„ის, რომ დღეს საქართველო არსებობს მსოფლიო რუქაზე, სწორ ასეთი ბიჭების, სამშობლოსათვის თავდადებული გმირების დამსახურებაა. ჩვენ და ჩვენმა მომვალმა თაობებმა, არასოდეს უნდა დავივიწყოთ ჩვენი გმირები", განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.
2008 წლის ომში გმირულად დაიღუპა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოთხი მკვიდრი - მამუკა სამაკაშვილი, მამია ფანცულაია, რომან უგრეხელიძე და ფილიპე მგალობლიშვილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გმირების სულების მოსახსენებლად პარაკლისი მამა ლუკიანემ აღავლინა.
ომის თემაზე, წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ფილმის ჩვენება გაიმართა. ყოველწლიურად, დაღუპული გმირების ოჯახებს, ადგილობრიივი ბიუჯეტიდან, ერთჯერადი დახმარების სახით, 1000-1000 ლარი გადაეცემათ.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.