ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ თამარ ყეინიშვილმა, კახეთის მხარის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და სამხედრო პირებმა 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
გმირების პატივსაცემად, ქალაქ ახმეტაში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების, ქვემო ალვანში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის, სოფელ მაღრაანში კაკო ბობოქაიძის მემორიალი და ახმეტაში ბესიკ მამიაურის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
ინფორმაციას ახმეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.