მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში, ვაზიანში კომბინირებული სწავლება საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების მონაწილეობით გაიმართა. კომბინირებული წვრთნა ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეებისა და აშშ-ის II საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობის მონაწილეობით განხორციელდა, სადაც სამხედროებმა გერმანული „მარდერები“ და ამერიკული „ბრედლები“ გამოიყენეს.
სცენარის მიხედვით, პირობითი მოწინააღმდეგის მიერ გამაგრებულ დასახლებაზე პირველი იერიში გერმანულმა და ამერიკულმა ქვედანაყოფებმა მიიტანეს. საცეცხლე მხარდაჭერის უზრუნველყოფის შემდეგ, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის შეიარაღებაში არსებული ვერტმფრენებით „შავი ქორებით“ პირობითი მოწინააღმდეგის მიერ გამაგრებულ ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეების დესანტირება განხორციელდა. პირობითი მოწინააღმდეგის მიერ გამაგრებული ძირითადი შენობა ქართულმა სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფმა გაწმინდა.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. წლევანდელი სწავლების მიზანია სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება; საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.