ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის პოლიტიკაში იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ მთავრობამ საზოგადოების მოსმენა შეწყვიტა და არსებული ბალანსი დაირღვა. თუმცა, ივანიშვილის თქმით, მოვლენების ასეთი განვითარების საჭიროებას ვერ ხედავს და საზოგადოებას შეუძლია ჩათვალოს, რომ ის პოლიტიკაში არ ბრუნდება.
რაც შეეხება ბრალდებებს ხელისუფლების კულისებიდან მართვის თაობაზე, ივანიშვილი აცხადებს, რომ მის სიტყვას აქვს ფასი და ამას ეძახიან კულისებიდან მართვას, რაც ასე არ არის.
ექსპრემიერი ხაზს უსვამს, რომ მთავრობის წევრები მას ანგარიშს უწევენ და უნდა გაუწიონ კიდეც.
"მე მგონია, რომ პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების სიტუაცია არ არის, ხშირად განმიცხადებია და გავიმეორებ დღესაც, უნდა მოხდეს რაღაც ცუდი პოლიტიკური სიტუაცია, უნდა დავინახოთ, რომ საზოგადოება ვერ ახერხებს კონტროლს და ხელისუფლება გავიდა თამაშიდან, როგორც ეს მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში. თუ მსგავსი უბედურება მოხდა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება მომიწიოს პოლიტიკაში დაბრუნება. საბედნიეროდ, ამის ნიშნებს ვერ ვხედავთ, საზოგადოებამ კარგად აკრიფა, თქვენც ჟურნალისტებმა და მთავრობა თვითონაც ცდილობს, რადგანაც იციან თამასა ძალიან მაღლა აწეული. ვინც ვერ შეინარჩუნებს ჩემი პრემიერობის დროს დატოვებულ თამასას, მე რა თქმა უნდა, არ გავჩერდები და თამასის დაბლა დაწევას არავის ვაპატიებ", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, თვეში ერთხელ რჩევის მიცემა მთელს ევროპასა და მსოფლიოში მიღებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.