უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსის რესტავრაცია დაიწყო
08-08-2018, 16:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების პროცესი დაიწყო.

 

 

რეაბილიტაციის I ეტაპი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნაყარი მიწის ფენისაგან კომპლექსის ციტადელის გაწმენდას, მისი ცალკეული არქიტექტურული სეგმენტების კონსერვაციასა და ინფრასტრუქტურული კვანძების მოწყობას მოიცავს. გალავნის შიდა და მიმდებარე სივრცეებზე გრუნტის მოხსნის პროცესი მუდმივი არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კულტურული ფენების დაზიანებას გამორიცხავს.

 


ციტადელი, სადაც გალავნის რამდენიმე მონაკვეთი მნიშვნელოვნადაა მორღვეული, ხოლო რიგ შემთხვევებში კი მთლიანად დანგრეული, ძალოვანი ხარაჩოების მოწყობისა და სათანადო შურფების გაკეთების გზით, გეოლოგიურად გამოიკვლევა. ძეგლის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გეოლოგიური კვლევის საფუძველზე არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ ერთობლივად განისაზღვრება ყველა საინჟინრო-კონსტრუქციული გადაწყვეტა და კომპლექსში შემავალი დაზიანებული ნაგებობების რესტავრაცია-კონსერვაციის მეთოდოლოგია. 

 


არქიტექტურული სეგმენტების გაწმენდისა და საკონსერვაციო სამუშაოების შემდეგ, ციხე-ქალაქის ციტადელზე ვიზიტორებისთვის მოაჯირები და გადასახდელები დამონტაჟდება. ახლად გამოვლენილ სიმაღლეებზე კი ლითონის საფეხურები და ფლეთილი ქვის ბილიკები მოეწყობა, რომელთა პარამეტრები სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობისას პროექტის ავტორების მიერ განისაზღვრება. ციტადელის ინტერიერი და მიმდებარე ტერიტორია ველური ხის მასებისგან გაიკაფება, რაც ვიზიტორებს უჯარმის კომპლექსის სივრცული აღქმის მეტ საშუალებას მისცემს. 

 


ციხე-ქალაქის სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტი საშუალოვადიანია და ის სავარაუდოდ 2022 წლისთვის დასრულდება. შ.პ.ს. „იკორთა 2007“-ის მიერ შემუშავებული საპროექტო დოკუმენტაციისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე უჯარმის კომპლექსზე ფიზიკურ სამუშაოებს შპს „ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციის ცენტრი“ ახორციელებს.

 

 
ძეგლზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესი დღეს სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნილოლოზ ანთიზემ მონიტორინგის ჯგუფტან ერთად მოინახულა. 
უჯარმა ისტორიული ცნობების მიხედვით III-IV საუკუნეთა მიჯნაზე წარმოიქმნა და იმ დროისთვის ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ცენტრს წამოადგენდა. უჯარმის ციხის აღმშენებლობა და განვითარება ძირითადად მეფე ვახტანგ გორგასალის სახელთანაა დაკავშირებული. 

 


არქიტექტურული კომპლექსი რთულ რელიეფზე 3 ჰა. ფართობზეა გაშენებული. ის ორი ძირითადი ნაწილისგან - ციტადელისა (ზედა ანუ დედაციხე) და ქვედა ციხისაგან შედგება. ციტადელი მეფეთა სასახლეს, ჯვარპატიოსნის სახელობის კარის მცირე ეკლესიას, მარანსა და წყალსაცავს აერთიანებს და ოთხკუთხა მასიური კედლების მქონე გალავნითაა შემოსაზღვრული. გალავნის კედლებზე სიმეტრიული დაშორებითაა განთავსებული სწორკუთხა კოშკები. ციხე-ქალაქი ძლიერ დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ქვედა ციხეს თითქმის თავდაპირველი, აუთენტური იერსახე აქვს შენარჩუნებული.

 

 

ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი