გენერალ სამსონ ქუთათელაძის მეუღლე მეგი სირბილაძე შსს-ს მადლობას უხდის ობიექტური გამოძიებისთვის და აცხადებს, რომ მკვლელი დაკავებული პირი იყო, ამის საფუძველი კი მას გააჩნდა, რადგან გარდაცვლილ გენერალს და დაკავებულ პირს ფინანსურ საკითხზე უთანხმოება ჰქონდათ და ეს იყო მკვლელობის მოტივი.
„სწორად წარმოებული გამოძიება ობიექტური შედეგით დამთავრდა. მე და ჩემს ოჯახს გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ შსს-ს და ყველა სამართალდამცველს, ვინც მონაწილეობდა ამ საქმის გამოძიებაში. ისედაც ვიცოდით, რომ მკვლელი დაკავებული პიროვნება იყო და ამის საფუძველიც გვქონდა, რადგან მასა და ჩემს მეუღლეს შორის დიდი ხნის მანძილზე არსებობდა ფინანსური უთანხმოება. სწორედ ეს უთანხმოება იყო მკვლელობის მოტივი. საკმაოდ ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემს მეუღლეს სხვა პიროვნებებთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია, ის საერთოდ უკონფლიქტო პიროვნება იყო. ამით მე ვპასუხობ დაკავებული პირის ოჯახის განცხადებას, თითქოს ჩემს მეუღლეს არაერთ ადამიანთან ჰქონდა კონფლიქტი“, აცხადებს მეგი სირბილაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.