ბიძინა ივანიშვილი ალასანიაზე: ნახეთ რამდენი სიყალბე მოდის ამ კაცისგან
18-06-2015, 07:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ექსპრემიერისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ალასანია კვლავ ცრუობს როდესაც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს.


ივანიშვილის თქმით, ალასანია ცდილობს, პოლიტიკური სპეკულაციებით გადაფაროს ის, რაც მის სამინისტროში ხდებოდა და რაც მას დღესაც აშფოთებს.


მისივე განცხადებით, ყოფილი მინისტრი მის უწყებაში პროკურატურის შესვლის შემდეგ, არაადეკვატურად მოიქცა.


ივანიშვილი ფიქრობს, რომ ალასანიას, როგორც მთავრობის წარმომადგენელსა და გუნდის წევრს, გამოძიებისთვის ხელი უნდა შეეწყო და პარტიის ლიდერის პოსტს არ უნდა დაბრუნებოდა.


ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში „მოქალაქე“-ს ახალი პროექტის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.


„ისევ ბლეფშია ალასანია, ისევ ცრუობს, ისევ ყალბია და სამწუხაროა, რომ ამას აგრძელებს და სხვანაირად მოქმედებას ვერ ახერხებს. ივნისში პროკურატურა თავდაცვის სამინისტროში შევიდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი ისევ ირაკლი ალასანია გახლდათ. შემდეგ, დაახლოებით სექტემბერში ის იწვევს ყრილობას და ხდება პარტიის თავმჯდომარე. დაგეგმა რომ პოლიტიკაში გადაეტანა ყველაფერი და ამ სახით წაეყვანა, პოლიტიკური სპეკულაციებით გადაეფარა ის ყველაფერი, რაც მის სამინისტროში ხდებოდა. თავდაცვის მინისტრმა, რომელიც თავის დროზე პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა და თქვა, რომ ის ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო და არა პარტიის თავმჯდომარე, ეს ნაბიჯი აბსოლუტურად ლოგიკური იყო, უეცრად სექტემბერში გადაწყვიტა, რომ კვლავ პარტიის თავჯდომარე უნდა გამხდარიყო. მაშინ არავინ დაუჭერიათ, არავინ თავს არ დასხმიათ, უბრალოდ გამოვიდა ინფორმაცია და პროკურატურა სამინისტროში გადასამოწმებლად შევიდა. ეს ნორმალური პროცესია და პროკურატურა შესაძლოა ახლაც იყოს, რომელიმე უწყებაში შესული. თავდაცვის მინისტრის მოვალეობა, რომელიც იყო გუნდის წევრი, იყო ის, რომ გამოძიებისთვის მაქსიმალურად შეეწყო ხელი. ადრე თუ ეჭვს იწვევდა მისი ქმედებები, დღეს უკვე დასაბუთდა და ბოლო განცხადება, რაც გაუკეთებია დღეს, ესეც ამ მხარეს მიდის, რომ პოლიტიკური სპეკულაციებით და ყალბი ქმედებებით სურს გადაფაროს რაღაც, რაც მას აშფოთებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


ყოფილმა პრემიერმა ასევე, აღნიშნა, რომ ალასანიას არგუმენტი იმის შესახებ, რომ ივანიშვილს მასთან პირადი შუღლი აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება.


„ნახეთ რამდენი სიყალბე მოდის ამ კაცისგან, თურმე, მე მოსამართლეებზე ზეწოლას ვახორციელებ, იმიტომ რომ თურმე, ალასანიას კონკურენტად ვთვლიდი, ეს დღემდე ვერ დაადასტურა ალასანიამ. პირადული ალასანიასთან არასდროს მქონია და დღესაც არ გამაჩნია“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი