ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე თავდაუზოგავად მუშაობს საქართველოსთან ერთად, რათა კონფლიქტი მოგვარდეს.
„დღეს არის რუსეთ-საქართველოს ომის მეათე წლისთავი, რომელსაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, ათი ათასობით ადამიანი დაშავდა. გვყავს ათი ათასობით იძულებით გადაადგილებული ადამიანი, ვისაც დღემდე არ ეძლევა დაბრუნების საშუალება და ომის შედეგები დღემდე აწუხებთ. ამ ომის შემდგომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ეს ნამდვილად სამწუხარო ვითარებაა. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად, რომ ეს კონფლიქტი საბოლოოდ მოგვარდეს“, განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.