კიდევ ერთი მძლავრი მიწისძვრა მოხდა ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის მაგნიტუდამ 5.9 შეადგინა. გავრცელებული ცნობებით, დანგრეულია შენობების ნაწილი.
რამდენიმე დღის წინ ამ კუნძულზე 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ოფიციალური მონაცემებით, 131 ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 347 ადამიანი.
უფრო ადრე, ივლისის ბოლოს ლომბოკზე მოხდარ 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ზოგიერთი სოფელი „სრულად არის განადგურებული“, განაცხადა „წითელი ჯვრის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტოფერ რასიმ.
მთავრობის განცხადებით, დაზიანებები აქვს მიღებული 1 400-ზე მეტ ადამიანს, ხოლო 156 000-ზე მეტ პირს იძულებით გადაადგილება მოუწია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.