ახალციხის რაიონულმა სასმართლომ 2017 წლის 19 დეკემბერს, ვალეში გაუპატიურების ჩადენის ფაქტზე ბრალდებულ ი.ა.-ს 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მთავარი პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა ის მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარემ წარადგინა.
„ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს, ქ.ვალეში ი.ა.-მ ფიზიკური ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მ.ზ. - თან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სქესობრივი კავშირი დაამყარა.
სამართალდამცველებმა ი.ა. იმავე დღეს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ.ვალეში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.