ზესტაფონელებმა თბილისში სტიქიით დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეს (ვიდეო)
18-06-2015, 08:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან საქველმოქმედო ტვირთი თბილიში გაიგზავნა. ჰუმანიტარული ტვირითი ვაკის რაიონის გამგეობის საგანგებოდ შექმნილ შტაბში მოხვდება, საიდანაც მოხდება მისი გადანაწილება.


ზესტაფონის ადგილობრივი ხელისუფლების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საქველმოქმედო აქცია მუნიციპალიტეტში სოციალური ქსელის საშუალებით გაერთიანებული ახალგაზრდებისა და გამგეობის თანამშრომელთა ინიციატივით განხორციელდა.


აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტში შეგროვდა პირველადი მოხმარების ნივთები და ჰიგიენური საშუალებები, ჭურჭელი და ტანსაცმელი. გასაგზავნი ტვირთის დასაწყობებაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი