იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესს გამოეხმაურა. წულუკიანმა პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია გააკრიტიკა და თქვა, რომ ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ, მათ უნდა შეაფასონ მომხდარი, რადგან სწორდ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ წარადგინა ნინო გვენეტაძის კანდიდატურა.
„საქართველოს პრეზიდენტისა და მისი თანამშრომლებისგან განსხვავებით, მე არ მჩვევია, როდესაც ფართო კონსულტაციების შედეგად, ყველასთან შეთანხმებით დავდგები მედიის წინაშე და განვაცხადებ, რომ წარმოგიდგენთ კანდიდატურად ამას და ამას - როდესაც ეს ადამიანი შემდეგ გადადგება, მას მომდევნო რამდენიმე საათში უკან დავაწიო ქვა. ეს არ არის ჩემი მიდგომა. ჩემი მიდგომა არის ცოტა სხვანაირი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს და მის თანამშრომლებს, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ, პარლამენტს შესთავაზეს ქალბატონი ნინო გვენეტაძის კანდიდატურა, შეაფასონ თავიანთი მაშინდელი გადაწყვეტილება და გვითხრან საზოგადოებასაც და მეც, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება სწორი, რატომ იკავებენ თავს შეფასებისგან იმისა, რაც იყო დღემდე და რას აპირებენ მომავალში, შემდეგ უფრო დამაჯერებელი და სერიოზული გახდებოდა მათი მხრიდან", განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ, მედიასთან საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აკადემიური წრეების შემდეგ, მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.