ჯონდი ბაღათურია: პრეზიდენტი ძალიან სამარცხვინოდ და მისდა სამწუხაროდ, აღმოჩნდა ნარკოტიკების მოხმარებისა და ლობისტების მხარეს
09-08-2018, 16:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის მიერ მარიხუანას ლეგალიზებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა.

 


როგორც ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი ნარკოტიკების მოხმარების მხარესაა და დიდი წვლილი შეაქვს ქვეყანაში მის გავრცელებაში.

 


„ჩემი აზრით, პრეზიდენტის დამოკიდებულება არის სრულიად სამარცხვინო, არასერიოზული და ძალიან ვწუხვარ, რომ გიორგი მარგველაშვილი, რომელთანაც თავიდანვე საკმაოდ კონსტრუქციული ურთიერთობა მქონდა, ბოლომდე ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ, რომ ეს ურთიერთობა შევინარჩუნო, ასეთ სამარცხვინო პოზიციებს იჭერს და ეს პირველი შემთხვევა არ არის. პრინციპში, პრეზიდენტი ძალიან სამარცხვინოდ და მისდა სამწუხაროდ, აღმოჩნდა ნარკოტიკების მოხმარებისა და ლობისტების მხარეს. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელებაში და მოხმარების პროპაგანდაში. ვწუხვარ, რომ ასეთი პრეზიდენტი გვყავს“, განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

 


პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ მარგველაშვილის პოზიციამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ვინმეზე გავლენა მოახდინა.

 


ბაღათურია არ გამორიცხავს იმ ფაქტსაც, რომ საკვირაო ქადაგებისას, როდესაც ილია მეორემ ბრძანა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გარკვეული პირების ზეწოლის ქვეშ მიიღო, პრეზიდენტიც იგულისხმებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი