შალვა შავგულიძე: გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებელი პრეზიდენტია და ამ ინსტიტუტს დამოუკიდებლობას დავით უსუფაშვილი შეუნარჩუნებს
09-08-2018, 17:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე TV პირველის ეთერში, „ლევან ჩხაიძის დღის ამბებში“ აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არის დამოუკიდებელი და ამ ინსტიტუტისთვის დამოუკიდებლობის შენარჩუნება, არსებული კანდიდატებიდან, დავით უსუფაშვილს შეუძლია და სწორედ ამიტომ „თავისუფალი დემოკრატები“ მას ვუჭერთ მხარს.

 


„ამ საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ „თავისუფალი დემოკრატები“ ვაყენებთ ორ ძირითად პოლიტიკურ დატვირთვას - პირველი, ის რომ ამ არჩვენების შედეგების მიხედვით უნდა გახდეს ისეთი კანდიდატი პრეზიდენტი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისაგან. არსებული პრეზიდენტის, ბატონ გიორგი მარგველაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, მან შეუნარჩუნა ეს დამოუკიდებლობა პრეზიდენტის ინსტიტუტს, ამ მდგომარეობას სჭირდება შენარჩუნება. 

 

 

მეორე ძირითადი პოლიტიკური დატვირთვა არის ის, რომ ამ არჩევნების პროცესში პროდასავლური ოპოზიციური ძალების გარკვეული კონსოლიდაციის პროცესი დაიწყოს, ვგულისხმობ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც არ განეკუთნებიან, არც „ქართულ ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ არეალს, რადგან მათ შეძლონ საპარლამენტო არჩვენებამდე ამ კონსოლიდირების გაზრდა და ასეთმა ძალებმა შეძლონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა. ამ პოლიტიკური თვალსაზრისით მიგვაჩნია, რომ დავით უსუფაშვილი არის საუკეთესო კანდიდატურა, მიგვაჩნია, რომ მას აქვს შანსი, წარმოდგენილ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის, გამარჯვების და გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის შენარჩუნების“, განაცხადა შალვა შავგულიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი