ათეულობით ადამიანი, მათგან ბევრი ბავშვია მოკლული და დაჭრილი მეამბოხეების ხელში მყოფ ჩრდილოეთ იემენში, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად, იტყობინება BBC მედიკოსებზე დაყრდნობით.
საჰაერო დარტყმა ავტობუსზე იმ დროს განხორციელდა, როცა ის საადას პროვინიცაში ბაზრის გასწვრივ გადაადგილდებოდა.
მეამბოხეთა მოძრაობის, ჰუსიტების მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ მცირე 47 ადამიანია მოკლული. „წითელი ჯვრის“ განცხადებით, დაღუპულთაგან უმეტესობა, 29, 15 წლამდე ასაკის ბავშვია.
კოალიციის ძალებმა, რომელიც ჰუსიტების წინააღმდეგ იემენის მთავრობას უჭერს მხარს, განაცხადეს, რომ მათი ქმედებები „ლეგიტიმურია“.
კოალიციის ძალები აცხადებენ, რომ ისინი არასოდეს არჩევენ სამიზნეებად მშვიდობიან მოსახლეობას, მაგრამ ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები კოალიციას ბაზრობების, სკოლების, საავადმყოფოების და საცხოვრებელი ადგილების დაბომბვებში სდებენ ბრალს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.