პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პულიზს შეხვდა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მჭიდრო თანამშრომლობას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და ქართველი სამხედროების მნიშვნელოვან წვლილს ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.
„აღინიშნა, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და საქართველოს მთავრობა ამ გზის ერთგულია. დადებითად შეფასდა ამ პროცესში საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობაზე.
შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. აღინიშნა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში შესულ პირთა მიმართ საერთაშორისო მასშტაბით ქმედითი ღონისძიებების გატარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პასუხი არსებულ გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია", ნათქვამია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.