სისხლის ცენტრალური ბანკი ხარაგაულში უანგარო დონაციის აქციას - „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ მართავს.
სისხლის ბანკის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ბოლო დროს მომრავლებული ავტოსაგზაო და უბედური შემთხვევების შედეგად, ბანკი დეფიციტურ მდგომარეობაშია.
სისხლის გაღების მსურველები, გთხოვთ მიბრძანდეთ, დღეს, 10 საათიდან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის პირველ სართულზე.
ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.