საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმდინარე წლის პირველი ნახევრის (იანვარ-ივნისის) ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
ბანკების მოგება-ზარალის უწყისებიდან ირკვევა, რომ წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი წმინდა მოგება - 183 მლნ ლარი “თიბისი ბანკს” ჰქონდა, რომელიც 22%-ით მეტია 2017 წლის პირველი ნახევრის მოგებაზე. მეორე ადგილზე “საქართველოს ბანკია” 114 მლნ ლარით, რაც 45%-ით ნაკლებია წინა წლის პირველი ნახევრის მოგებაზე. მესამეზე “ლიბერთი ბანკია” 30 მლნ ლარის მოგებით.
წმინდა მოგების ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა “ფინკა ბანკია”, რომლის მოგებაც 1214%-ით გაიზარდა და 1.4 ათასი ლარი შეადგინა.
წლის პირველი ნახევარი ზარალით ორმა ბანკმა დაასრულა: “სილქ როუდ ბანკმა” -0.6 მლნ დოლარით და “იშ ბანკმა” -1 მლნ დოლარით.
პირველ ნახევარში ყველა ბანკმა ერთად 410 მლნ ლარის წმინდა მოგება ნახა, რომლის 73% ორ მსხვილ ბანკზე მოდის. 2017 წლის პირველ ნახევართან შედარებით ბანკების ჯამური მოგება 8.4%-ით არის შემცირებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.