„ის, რასაც თქვენ აპირებთ ამ არჩევნებზე, არ გაგივათ, ბატონებო“ - გიორგი ვაშაძე ცესკო-ს საარჩევნო ადმინისტრაციაში „ტოტალური გაყალბების საარჩევნო მექანიზმის“ ჩამოყალიბებაში სდებს ბრალს
10-08-2018, 12:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ადმინისტრაციაში ტოტალური გაყალბების საარჩევნო მექანიზმის ჩამოყალიბებაში სდებს ბრალს.

 

 

როგორც გიორგი ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციას ცესკო „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის წევრების ახლობლებით აკომპლექტებს.

 

 

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თავისი პირველივე გადაწყვეტილებებით, დაიწყო ტოტალური გაყალბების საარჩევნო მექანიზმის ჩამოყალიბება საარჩევნო ადმინისტრაციაში. მან ფაქტობრივად გადააბარა მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირება „ქართული ოცნების" შტაბებს რაიონებში და სუს-ის წარმომადგენლებს ასევე რაიონებში. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციით, რომელიც ჩვენ გუშინ მოვიპოვეთ, დგინდება, რომ 76 ე.წ. დამოუკიდებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ვაკანსიებზე მათ დანიშნეს ყოველგვარი გასაუბრებისა გარეშე „ქართული ოცნების“ შტაბის წევრების მეუღლეები, ოჯახის წევრები ან სუს-ის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები ან თვითონ საარჩევნო ადმინისტრაციაში მომუშავე თანამშრომლების მეუღლეები და ოჯახის წევრები.... ისინი აპირებენ არჩევნების ტოტალურ გაყალბებას. მე მინდა მოვუწოდო ცესკოს და ვუთხრა - არც ერთ ხმას არ გაგაყალბებინებთ. ის, რასაც თქვენ აპირებთ ამ არჩევნებზე, არ გაგივათ, ბატონებო“, განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომელმაც ჟურნალისტებს კონკრეტული მაგალითებიც დაუსახელა.

 

კომენტარები: 1
#1   ბესო
      
თუ ვინმე აყალბებდა არჩევნებს, ისევ შენ და შენი დამქაში ნაცები იყავით. ცესკოს დისკრედიტაციას შეეეშვი და სხვა საქმით დაკავდი. თუმცა რას გირჩევ, უსაქმური და მოცლილი ტიპი ხარ.

ამ კაცს ცესკოზე აშკარად გაურთულდა. შარშანაც როშავდა, ცესკომ არჩევნების დღეს ხმის დათვლამდე ბიულეტენების დასასკანერებლად სპეციალური მოწყობილობა შეიძინოს და გამოიყენოსო. მახათს იყრის, აი.)))
14 აგვისტო 2018 12:49
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი