საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს. მარგველაშვილის მრჩევლები დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ შეხვედრა იმართება იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში წლებია მუშაობენ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების ხელშეწყობის მიმართულებით.
„შეხვედრა იმართება იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში წლებია მუშაობენ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების ხელშეწყობის მიმართულებით, რომლებსაც აქვთ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება და, ასევე აქვთ აღქმა იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობებისა, რომელიც არის სასამართლო სისტემაში. შესაბამისად, მათ შეუძლიათ მოგვცენ ღირებული რჩევები პროცესთან და კრიტერიუმებთან მიმართებაში“, განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.