წყნეთი-კიკეთი-ბეთანიის გზის კოჯრის მონაკვეთზე სავალი ნაწილის გაწმენდის სამუშაოები დღეს დილით დაიწყო და ამ ეტაპისთვის ეპიცენტრამდე გზა უკვე გაწმენდილია. აღნიშნულ სამუშაოებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი პირადად უწევდა.
სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დამეწყრილი ზონიდან გამოყვანილია სტიქიის დროს ჩარჩენილი ავტომობილები.
კოჯრის დამეწყრილი მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 1 კმ-ია. სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ განახორციელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.