ანა ნაცვლიშვილი: თეა წულუკიანს პოლემიკაში არ შევყვებით მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სურვილი აქვს, პოლემიკურ რეჟიმში გაგრძელდეს ყველაფერი
10-08-2018, 13:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუსტიციის მინისტრის კრიტიკას პასუხობს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი თეა წულუკიანის, რომელმაც პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის დანიშვნასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებების გაკეთება მოსთხოვა, საპასუხოდ აცხადებს, რომ მინისტრის განცხადებები ემსახურება იმას, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის საკითხიდან აქცენტი სხვა საკითხზე გადაიტანოს.

 

 

„ის კომენტარი, რომელიც გუშინ გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, ნათელია, რომ მიზნად ისახავს მხოლოდ ერთ რამეს, გადაიტანოს აქცენტი მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ლეგიტიმური პროცესიდან, სხვა საკითხებზე და ამგვარად შეაფერხოს ის ინკლუზიური, ფართო, გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ კანდიდატურის შერჩევის მიზნით. ჩვენ მას ამ პოლემიკაში არ შევყვებით, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, პოლემიკურ რეჟიმში გაგრძელდეს ეს ყველაფერი", განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

თეა წულუკიანის განცხადებით, ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ უნდა შეაფასოს მომხდარი, რადგან სწორედ მათ წარადგინეს გვენეტაძის კანდიდატურა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი