აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის სალომე ზურაბიშვილს ორიანს ვუწერ, თუმცა ხუთიანს - საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს გაკეთებულ საქმეში - ასე ეხმაურება ექსპერტი მამუკა არეშიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით.
„ცოტა გამიკვირდა სალომე ზურაბიშვილისგან ეს განცხადება, რადგან ის არის ადამიანი, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ძალიან ბევრი გააკეთა, რომ შესრულებულიყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომლის თანახმად, 2006 წელს ბოლო რუს ჯარისკაცსაც უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. ამ საქმეში ზურაბიშვილი იყო ძალიან თანმიმდევრული და პრინციპული. მე ვფიქრობ, ეს მოუფიქრებელი განცხადება იყო. ომი საქართველოს არ დაუწყია. ეს გამოთქმა მოუფიქრებელი და დაუკვირვებელი იყო, მაგრამ სასწორზე დევს, ის რაც მანამდე გააკეთა. ორიანს დავუწერდი ამ განცხადებაში, მაგრამ ხუთიანს მაშინდელ ქმედებაში. ეს რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი პოლიტიკოსის განცხადება და არა საპრეზიდენტო კანდიდატის, გავუტარებდით, მაგრამ ახლა სამწუხაროდ, ამის გატარება ძალიან რთულია. მე მაინც ვურჩევ მის ამომრჩეველს, რომ ამის გამო გულს ნუ აიცრუებენ", განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ექსპერტი „ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ „ქართული ოცნება" ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს".
„ნამდვილად ვიცი, რომ ზურაბიშვილს „ქართული ოცნების" ელიტის ერთი ნაწილის მხარდაჭერა აქვს, თუმცა მეორე ნაწილის - არა", აღნიშნა არეშიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.