მამუკა არეშიძე: საზოგადოების გადამწყვეტ ნაწილს არ მოსწონს პრეზიდენტის გადაცდომები
10-08-2018, 15:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მამუკა არეშიძის განცხადებით, საზოგადოების გადამწყვეტ ნაწილს არ მოსწონს პრეზიდენტის გადაცდომები. არეშიძე მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილს არ აქვს ამის უფლება, რადგან იგი სახელმწიფოს წარმოადგენს.

 

 

„იმისათვის რომ საზოგადოებამ, ჩვენ ვიცოდეთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი ნარკოტიკების მოხმარების, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ადამიანების შეწყალების, თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის საქმეში, რასაც პატრიარქი ფიქრობს და ამბობს, არის მართალი, ამისთვის მან უნდა მოახდინოს ამის დეზავუირება, ამისთვის არსებობს არაერთი გზა, გამოსვლა, სასამართლო და ასე შემდეგ.... საქართველოს პრეზიდენტმა მისი მთავარი ფუნქცია წარმოადგინოს ქვეყანა, არ უნდა შეურაცხყოს. ერთხელ ჟურნალისტებმა ბრალი დამდეს იმაში, რომ მაესტროს ეთერში განვაცხადე, რომ არსებობს უცხოეთიდან მოსული წერილები, რომლებიც მის (მარგველაშვილის) ასე ვთქვათ, არაკორექტულ ქმედებებზე მიანიშნებს. მიუხედავად იმისა, რომ კითხვები ბევრი იყო, მე არ მქონდა სურვილი განმემარტა რა ეწერა ამ წერილებში და ზუსტად ამ ერთ-ერთი წერილის შინაარსი იყო გამოტანილი იმ ინფორმაციაში, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელში. სამწუხარო ფაქტია. საქართველოს პრეზიდენტს აქვს შეზღუდული უფლებები. მისი მთავარი ფუნქცია და უფლება არის - საქართველოს წარმოადგენდეს როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით", განაცხადა მამუკა არეშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი