თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის წევრების ახლობლებით დაკომპლექტების შესახებ, ცესკო-ს დისკრედიტაციის მცდელობაა.
როგორც კალაძე ამბობს, ამას ისინი ყოველი არჩევნების წინ ცდილობენ".
„ეს არის არასწორი პოლიტიკური განცხადებები მათი მხრიდან, მათი მცდელობა არის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ ცესკო-ს, რაც ნამდვილად არ გამოუვათ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ყველა არჩევნების წინ ისინი ამას ცდილობენ. წარმოადგინონ თუ რამე ფაქტები არსებობს ამასთან დაკავშირებით, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში", უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ადმინისტრაციაში ტოტალური გაყალბების საარჩევნო მექანიზმის ჩამოყალიბებაში სდებს ბრალს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.