ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი: ლარის კურსის დაწევა დროებითია და არაფერი საპანიკო არ არის
10-08-2018, 16:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ვალუტის რყევაზე რაიმე ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ბოლო პერიოდში გაზრდილია როგორც ფულადი გზავნილები, ისე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ექსპორტი", აცხადებს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე.

 


მისი თქმით, როდესაც სავალუტო ბაზარზე რყევა ხდება, ამას აქვს საგარეო ან შიდა ეფექტი.

 


„თქვენ იცით, რომ თურქული ლირა ვარდება ბოლო დღეებია. სერიოზული გაუფასურება ხდება ამ ვალუტის, თურქეთი, კი მოგეხსენებათ, არის ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი. ბოლო პერიოდში ასევე ხდება რუსული რუბლის ვარდნაც, რაც დაკავშირებულია ამ ქვეყნებში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებთან. აქედან გამომდინარე, ეს ფაქტორები, გარკვეულწილად, მოქმედებენ. მაგრამ მაინც, მიმაჩნია, რომ ეს არის დროებითი ხასიათის, რადგან ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არაკონვერტირებად ვალუტებს, როგორიც არის ლარი, მსგავს სიტუაციებში ყოველთვის ახასიათებთ ხოლმე ნაკლებპროგნოზირებადობა და მსგავსი რყევებს, შესაძლოა, ჩვეულებრივი, აჟიოტაჟური ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ, არ მგონია, ეს რამე უარყოფით მოლოდინებთან იყოს მომავალში დაკავშირებული. ასეთი დროებითი ცვლილებები სავალუტო ბაზარზე არაკონვერტირებადი ვალუტების და მათ შორის ლარისთვის, არის დამახასიათებელი და შესაბამისად, არაფერი საპანიკო აქ არ არის“, აცხადებს გოგიტა ცუცქირიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი