ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია სანამ არ გადადგება და საბრალდებო სკამზე არ დაჯდება სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება. ნათელაშვილს სამართლიანი არჩევნების ჩატარების იმედი არ აქვს.
„ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ სამწუხაროდ, არავითარი ცენტრალური საარჩევნო და საარჩევნო კომისიები ჩვენ არ გვყავს და ცესკო-ს თავმჯდომარე ქალბატონი ქვეყნით ვაჭრობის შედეგად გახდა ივანიშვილის თანამონაწილე და მილიონერი, ოფშორებში აქვს გადარიცხული ათეულობით მილიონი, ეს ქალბატონი სანამ არ გადადგება და არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, ჩვენთან სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ცესკო-ს ბრალი არჩევნების მოსალოდნელ გაყალბებაზე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმაც დასდო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.