შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პალიტრა TV-ის გადაცემაში, „360 გრადუსი“ აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წლის აგვისტოში არ დაწყებულა. ციხელაშვილის თქმით, ომისთვის მზადება რუსეთმა 90-იან წლებში დაიწყო და დეტონატორი, რომელიც საქართველოში აფეთქდა, საბჭოთა კავშირის დროს ჩადო.
„ვინ დაიწყო ომი? - კითხვის ასეთი ფორმულირებაც კი სწორად არ მიმაჩნია. რუსეთი შემოიჭრა საქართველოში. ეს ომი არც 2008 წლის 7 და 8 აგვისტოს არ დაწყებულა და არც წინა დღეებში, როდესაც ტყვიების ზუზუნი ისმოდა ქართულ სოფლებში და მოსახლეობა სარდაფებში იმალებოდა. ამ ყველაფრისათვის ღიად მზადება რუსეთმა 90-იან წლებში დაიწყო. დეტონატორი კი, რომელიც საქართველოში, მოლდოვაში და ბევრ სხვა ქვეყანაში აფეთქდა, კიდევ უფრო ადრე, საბჭოთა დროს ჩაიდო“, განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.