გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები რაჭას, სოფელ ნიკორწმინდას ეწვივნენ.
პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ნიკორწმინდა სავალალო სიტუაციაშია, სოფელში არ არის ცხოვრების ელემენტარული პირობები. ვაშაძე ასევე ამბობს, რომ გახშირებული კრიმინალის გამო რაჭაში ტურისტების რაოდენობამ მკვეთრად იკლო.
„ულამაზესი დასახლება ნიკორწმინდა აბსოლუტურად სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. არ არის სამუშაო ადგილები, არ არის ცხოვრების ელემენტარული პირობები, არ არის გაზი, გახშირებული კრიმინალის გამო, საერთოდ, რაჭაში და კერძოდ, ნიკორწმინდაშიც ტურისტების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, რაც ადგილობრივებს აკლებს შემოსავალს. აღარ შეიძლება ასე გაგრძელება“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.