სტიქია სენაკის მუნიციპალიტეტში - დატბორილია სენაკის ცენტრალური მოედანი და დაზიანებულია საავტომობილო გზები და ხიდები
10-08-2018, 22:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოკისპირული წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქ სენაკის ცენტრალური მოედანი, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია. დაზიანებულია საავტომობილო გზები, ხიდები. ჭავჭავაძის, რუსთაველის, კოსტავას, ესებუას, გოგებაშვილის, ცოტნე დადიანის, გუნიას, ქურდოვანიძის, ჭყონდიდელის, აღმაშენებლის, სამეგრელოს, დუტუ მეგრელის, გიორგი ბრწყინვალის, დავითაიას, ვახტანგ გორგასლის და სხვა ქუჩებზე დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. მდინარე ტეხურის ადიდების შედეგად, ქალაქის შემოსასვლელთან მდებარე ხიდთან, 55 გრძივ მეტრზე ჩამოირეცხა ნაპირი, რითაც საშიშროება შეექმნა მიმდებარე საავტომობილო გზასა და მოსახლეობას.

 

 

 


წვიმამ ადმინისტრაციულ ერთეულებში ზიანი მიაყენა შიდა საავტომობილო გზებს, საკარმიდამო ნაკვეთებს, მოსავალს, საცხოვრებელ სახლებს. ადიდებულმა ტეხურმა მწყობრიდან გამოიყვანა ლეძაძამე-კვაუთის შემაერთებელი დიდი ხიდი. უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარემ ასევე წაიღო ხიდი და ხიდბოგირი. საკარმოდამო ნაკვეთები დაიტბორა ძველ სენაკსა და ლეძაძამეში, ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში დატბორილია საცხოვრებელი სახლები გზის გასწვრივ. ანალოგიური მდგომარეობაა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.

 

 

 


სტიქიის ადგილზე იმყოფებიან სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტის სამსახურები გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე. მყისიერად მობილიზებული იქნა მერიის სამსახურების წარმომადგენლებისგან შემდგარი მაშველთა ჯგუფები, რომლებიც ადგილზე ეხმარებიან მოსახლეობას სტიქიასთან ბრძოლაში. მუშაობს მძიმე ტექნიკა.

 


ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი