აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წყემსსა და ზანათში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო - არც ერთ მოქალაქეს საფრთხე არ ემუქრება.
აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„გატარებული ღონისძიებების შედეგად, სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს და ვითარების გართულება მოსალოდნელი არ არის.
პრევენციის მიზნით, სოფლებში - წყემსა და ზანათში რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, ვითარების მუდმივ მონიტორინგს განაგრძობს", აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.