„ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ პარტიის მხარდამჭერებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
მისი თქმით, მმართველი გუნდისგან შემოთავაზებული კაბინეტის პრეზიდენტი ქვეყანას არ სჭირდება.
„საქართველოს არ სჭირდება კაბინეტის პრეზიდენტი, როგორც ამას გვთავაზობს „ქართული ოცნება“. საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც იმუშავებს ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად და რომლის საქმიანობიდანაც ხალხი მიიღებს კონკრეტულ სარგებელს - იქნება ეს ახალგაზრდების დაფინანსება, იქნება ეს მილიონზე მეტი უცხოეთში იძულებით სამუშაოდ წასული ქართველისთვის უკეთესი პირობების შექმნა, იქნება ეს პენსიის გაზრდა, იქნება ეს სოფლის მიხედვა და დახმარება თუ ძალიან ბევრი სხვა მტკივნეული საკითხი. სწორედ ამით უნდა იყოს პრეზიდენტი დაკავებული“, განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.