ლაგოდეხში, ნაკრძალის ტერიტორიაზე, გურგენიანის ჩანჩქერთან დაკარგული სამი მოზარდის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დასრულებულია.
აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„16, 18 და 19 წლის მოზარდები შემოვლითი გზით ლაგოდეხის სოფელ ხიზაში, მაშველების დახმარების გარეშე დაბრუნდნენ.
ადგილზე მობილიზებული სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე საათის განმავლობაში სამძებრო სამუშაოებს ყველა ტურისტულ მარშუტზე აწარმოებდნენ.
მოზარდები თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ნაკრძალის ტერიტორიაზე ექვსი მოზარდის ჩარჩენის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა. შეტყობინების ინიციატორმა, მოგვიანებით განაცხადა, რომ ჩანჩქერთან სამი მოზარდი იმყოფებოდა", აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.