წყნეთის ქუჩა #13 -ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ვერეს კალაპოტის შეცვლა და მისი მარცხნივ გადაგდება მოხერხდა. სამუშაოების განხორციელებამდე მდინარეს მარცხნიდან კლდე ესაზღვრებოდა, რის გამოც ადიდებული ვერე მარჯვენა მხარეს გადმოდიოდა და წყნეთის ქუჩას აზიანებდა.
მოსალოდნელი სტიქიის პრევენციის მიზნით, მოიჭრა კლდის ნაწილი და მდინარის კალაპოტი შეიცვალა. ამ ეტაპზე უკვე დაიწყო სამუშაოები მდინარის კალაპოტის მარჯვენა მხრიდან დამცავი კედლის ასაშენებლად. ასევე, მოხერხდა დატბორილი ავტოფარეხის სახურავის გაჭრა და სტიქიაში ჩარჩენილი ავტომობილის ამოყვანა. აღნიშნულ სამუშაოებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს.
წყნეთის ქუჩა 13-14 ივნისის ღამეს მომხდარი სტიქიის შედეგად დაიტბორა, მოვარდნილმა წყალმა მოსახლეობის ავტოფარეხები და დამხმარე ნაგებობები დააზიანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.