ილია მეორე: დიდგორი არ დამთავრებულა, ვიდრე ჩვენ ვცოცხლობთ დიდგორი ყოველთვის იქნება
12-08-2018, 14:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, რომ დიდგორი არ დამთავრებულა, ვიდრე ჩვენ ვცოცხლობთ, ვიდრე ვარსებობთ, დიდგორი ყოველთვის იქნება.

 

 

„ადამიანის ცხოვრება, ისევე, როგორც ერის ცხოვრება, შედგება ბრძოლებისგან – ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. დღეს დიდგორობაა – უდიდესი ბრძოლა, რომელიც ქართველმა ხალხმა გადაიტანა. დღეს დიდგორობაა, უდიდესი ბრძოლა, რომელიც გადაიტანა ქართველმა ხალხმა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ დავით აღმაშენებელს, რომელმაც ისე დაგეგმა, ისე მოაწყო, რომ გამარჯვება იყო გარდაუვალი. მიუხედავად იმისა, რომ ათჯერ მეტი რაოდენობა იყო მტრისა, დავით აღმაშენებელმა სიბრძნე გამოიჩინა. დავით აღმაშენებელმა ჩახერგა უკან დასახევი გზები. დავით აღმაშენებელი თავის თავსაც აყენებდა საშიშ მდგომარეობაში, მაგრამ ჰქონდა იმედი ღვთისა და ამ იმედმა გაუმართლა საქართველოს. აი, დღეს ჩვენ ვახსენებთ დიდგორობას და ღმერთმა ინებოს, დიდგორის გამარჯვება მუდამ იყოს საქართველოში. დიდგორი არ დამთავრებულა. ვიდრე ჩვენ ვცოცხლობთ, ვიდრე ვარსებობთ, დიდგორი ყოველთვის იქნება. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროში, ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანმა სიბრძნე უნდა გამოიჩინოს. უპირველეს ყოვლისა წმინდა მამები ამბობენ, რომ შენ თუ გაიმარჯვებ შენს თავზე, ყველგან გამარჯვებული იქნები. აი, ეს უნდა გვახსოვდეს“, ​​ბრძანა ილია მეორემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი