გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა წყნეთი-ახალდაბისა და წყნეთი-ბეთანიის ტერიტორიაზე სტიქიის ზონა გეოლოგებთან ერთად დაათვალიერა.
თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, მდ. ვერეს ხეობის არეალში აეროგადაღება განხორციელდა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს საშუალება ექნებათ მოახდინონ კრიტიკული უბნების იდენტიფიცირება, რომლებმაც კატასტროფული მოვლენები განაპირობეს.
აეროგადაღების შედეგად მოხდება სარისკო უბნების რუკაზე გადატანა და მომავლისთვის რისკების შეფასება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.