დიდგორის ბრძოლიდან 897-ე წლისთავი სახალხო დღესასწაულით აღინიშნა
12-08-2018, 15:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდგორის ბრძოლიდან 897-ე წლისთავი სახალხო დღესასწაულით აღინიშნა. დიდგორის ველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მივიდნენ. მამუკა ბახტაძემ და ლევან იზორიამ მოწვეულ სტუმრებს და მოსახლეობას დიდგორობა მიულოცეს და 9 საუკუნის წინანდელი გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

 

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ცერემონია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებით გაგრძელდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის უფროს ლეიტენანტს ალუდა ჩიქოვანსა და კაპრალ რევაზ ყოლბაიას უწყებრივი მედლები „დიდგორის ჯვარი“ პირადად გადასცა.

 

 

აღნიშნული ჯილდო თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა საქართველოს მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დააწესა. ყოველი წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე, გამორჩეულ სამხედროებს ლიდერობისთვის თავდაცვის სამინისტრო მედალს - „დიდგორის ჯვარი" გადასცემს. ეს ჯილდო პირველად 2014 წელს მაიორმა ვიტალი ცხადაძემ მიიღო.

 

 

სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2018“, ხალხური სიმღერებითა და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით გაგრძელდა. ასევე ჩატარდა შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი