შალვა ნათელაშვილმა დიდგორის ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის საფლავზე გვირგვინი მიიტანა
12-08-2018, 16:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა დიდგორის ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავზე გვირგვინი მიიტანა. ნათელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთლიანობის აღდგენისთვის ჯერ შიდა მტერი უნდა დამარცხდეს.

 

 

„900 წლის უკან ქართველთა მხედრობამ დიდგორში გამანადგურებელი დარტყმა აგემა მტრებს, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ-კავკასიური უძლიერესი იმპერიის დაარსებას. ყველაფერი ამის შემოქმედი გახლავთ დავით მეოთხე აღმაშენებელი, მის საფლავზე ვართ და ვეუბნებით მეფეთა მეფეს უდიდეს მადლობას დიდგორისათვის, უხდით უდიდეს ბოდიშს,  რომ ვერ შევინარჩუნეთ მისი აშენებული საქართველო და ვაძლევთ პირობას რომ ჩვენ საქართველოს ერთიანობას აღვადგენთ და ვიქნებით ღირსეული მემკვიდრეები მისი. ჩვენ დღეს უნდა დავამარცხოთ არამარტო გარეშე მტერი, არამედ გარეშე მტრის დამარცხება უნდა დავიწყოთ შიდა მტრების, ოლიგარქის, ფეოდალების, ბაღვაშების დამარცხებით“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი