გიორგი ჭანტურიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა
13-08-2018, 10:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ჭანტურიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, დაცვის მხარემ სააპელაციოში გაასაჩივრა.

 


დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას და ჭანტურიას გათავისუფლებას ითხოვს. უფლებადამცველის მტკიცებით, პროკურატურას ჭანტურიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს.

 


„საფუძველი არ ჰქონდა სასამართლოს, რომ პატიმრობაში დაეტოვებინა, მით უმეტეს, როდესაც განჩინება ჩაგვბარდა ჩვენ, აღნიშნული განჩინება არცერთ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, თუნდაც იმ ელემენტარულ სტანდარტს, იმ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, რომელიც არის, რომ შესაძლებელია მიემალება გამოძიებას, შესაძლებელია მოწმეებზე მოახდენს ზემოქმედებას და ა.შ. ეს საფრთხეები, რაც ბრალდების მხარიდან იყო წამოჭრილი სასამართლოზე, ფაქტობრივად, დაცვამ ეს გავაბათილეთ“, განაცხადა გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

 


10 აგვისტოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

 


ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად 9 აგვისტოს წაუყენეს, მისი დაკავება კი 7 აგვისტოს მოხდა, თუმცა ბრალდებული დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი