გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ავლაბრის სასახლეში, რადგან ამ შენობაზე უკეთესი ადგილი მოსახლეობის მისაღებად არ არსებობს საქართველოში.
„საქართველოს პრეზიდენტის სასახლე უკვე განუყოფლად არის პრეზიდენტის პოსტთან, მაგრამ ეს მთავარი არ არის, მთავარი ის არის რომ ამაზე უფრო მოხერხებული შენობა იმისათვის, რომ გადაიქცეს მოქალაქეების მისაღებად და ადამიანის უფლებების, საქართველოს მოქალაქის უფლებების დამცველის მისაღებად, საქართველოში და თბილისში არ არის, ამიტომ ეს დისკუსია თითიდან არის გამოწოვილი გაუგებარი ხალხის მიერ, რომლებიც რატომღაც ცდილობენ საქართველოს პოლიტიკური პროცესის კომუნალურ ბინად გადაქცევას“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.