ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მთავრობას ეკონომიკური საქმიანობის ცუდად წარმართვაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ მან უნდა გააუმჯობესოს მისი საქმიანობა აშშ-ის მიერ ხელახლა დაწესებული სანქციების ფონზე.
„სანქციებზე უფრო მეტად, მთავრობის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ცუდად წარმართვა აწვება ტვირთად ჩვეულებრივ ირანელებს... მე არ ვუწოდებ ამას ღალატს, მაგრამ ეს უზარმაზარი შეცდომაა მართვაში“, განაცხადა ხამენეიმ აშშ-ის მიერ გასულ სამშაბათს მკაცრი სანქციების კვლავ დაწესების შემდეგ პირველად, რომლის სიტყვების ციტირებასაც ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
„უკეთესი მართვისა და დაგეგმვის პირობებში ჩვენ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ სანქციებს და დავძლიოთ ის“, აღნიშნა ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა ლიდერმა.
ირანის ეროვნული ვალუტა, რიალი, აპრილის შემდეგ, აშშ-ის ახალი სანქციების დაწესების მოლოდინში, თითქმის ორჯერ გაუფასურდა. ჩვეულებრივი ირანელები თავიანთი დანაზოგების დოლარში შენახვას ცდილობენ, რამაც ამერიკულ ვალუტაზე მოთხოვნა გაზარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.