მმართველი გუნდის წევრებმა ათონელის ქუჩაზე, ორბელიანის სასახლეზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. მმართველი გუნდის წევრების მოსაზრება, რომ პრეზიდენტი ავლაბრის კი არა, ორბელიანის სასახლეში უნდა იყოს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ემთხვევა, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრები ჯერ კიდევ არ აკონკრეტებენ, დაუჭერენ თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ეჩქარება თავისი პოზიციის დაფიქსირება , რადგან სამართლებრივი ვადა 8 სექტემბრამდე აქვთ.
„მე არაერთხელ მაქვს გამოხატული ჩემი სუბიექტური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ექსპერტული პოზიცია. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის სასახლე, ეს არის მნიშვნელოვანი სიმბოლო და უნდა შეესაბამებოდეს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი და აქედან გამომდინარე უნდა ვიხელმძღვანელოთ.
ჩვენ არ გვეჩქარება ჩვენი პოზიციის დაფიქსირება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. სამართლებრივი ვადა არის 8 სექტემბერი, გვაქვს კიდევ დაახლოებით თითქმის ერთი თვე და შესაბამისად ვიმოქმედებთ. არ გვეჩქარება არსად, ჩვენ გადავხედავთ არსებულ სპექტრს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.