პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად ცესკო-ს დარეგისტრირების მიზნით მიმართა.
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს ის კამპანიას ოფიციალურად დაიწყებს სოფელ დიდი ჯიხაიშიდან, მისი დიდი ბაბუის, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან.
„ყველა ჩემი მხარდამჭერები თბილისში და რეგიონებში დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, ჩემი ჩართულობით, მეც ვივლი იმ ადგილებში, სადაც ხალხმრავლობა არის, რომ მეც დავეხმარო ამ ხელმოწერების შეგროვებაში.
ვიწყებ ჩემს კამპანიას ოფიციალურს, გარდა ამ ხელმოწერებისა, რომელიც ხვალვე დაიწყება თბილისში. ვიწყებ ხუთშაბათს დიდ ჯიხაიშიდან, რომელიც ზოგმა იცის და ბევრმა უნდა იცოდეს არის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. მე მგონი, რომ სწორი არის რომ მე იქიდან დავიწყო ჩემი კამპანია და იქიდან განვაცხადო თუ რა იქნება ჩემი ხედვა პრეზიდენტობის“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.