ქ. ახმეტის კულტურის სახლში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“-ს ფარგლებში გაიმართა ღონისძიება, რომლის მიზანი იყო ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.
მოეწყო გამოფენები, ნაჩვენები იყო მოკლემეტრაჟიანი მხატრული და ანიმაციური ფილმები. ღონისძიების ფარგლებში გამართულ კონცერტში ქართულ ფოლკლორულ ბენდთან და აზერბაიჯანელ შემსრულებელთან ერთად მონაწილეობდა ანსამბლი „პანკისი“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქ. ახმეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ბოლო დროს გამოცემული წიგნები.
ინფორმაციას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.