მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს კონკრეტული წინადადებები წარუდგინეს, რომელთაგან ნაწილი სწრაფად გადაწყვეტადია, ნაწილი კი გრძელვადიან განვითარებას ეხება.
„მოვისმინეთ კონკრეტული ადამიანების პრობლემა. მაგალითად ვიღაცის მანქანა არის გაჩერებული, არ უბრუნებენ. ჩემი პასუხი ამ შემთხვევაში მარტივია, ჩავალ თბილისში და მოვიკითხავთ, თუ იქნება კანონიერი, დავაჩქარებთ დაბრუნებას, თუ დარღვევაა, დარღვევით არავინ უნდა იმუშაოს. კანონი უნდა იყოს ყველასთვის კანონი. ამნისტია შესაძლებელია, თუმცა ეს უნდა იყოს ერთიანი მთელს ქვეყანაში და განსხვავებული მიდგომა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ვერ იქნება“, განაცხადა სუბარმა.
სოფელ ჭუბერში, ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სოფლის მეურნეობის გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი შეხვდნენ. ახალ სატყეო კოდექსთან დაკავშირებით, მოსახლეობას ინფორმაცია დავითაშვილმა მიაწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.