„ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი მეზობელ ქვეყნებში და მთავარ სავაჭრო პარტნიორებში ვალუტის კურსის კოლოსალური გაუფასურებაა. საგანგაშო არაფერი ხდება“ - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი პაატა ბაირახტარი.
„საპანიკო არაფერი ხდება. როგორც წესი, რეალობა არის ასეთი - ეგზოგენურ ფაქტორებს ხელს უწყობს აჟიოტაჟურ-პანიკური ფონი. იმპორტიორები იწყებენ დოლარის გადახურდავებას და ეროვნული ვალუტის კურსიც ეცემა. თუმცა საგანგაშო არაფერია. გაუფასურების მთავარი მიზეზი მეზობელ ქვეყნებში და მთავარ სავაჭრო პარტნიორებში ვალუტის კურსის კოლოსალური გაუფასურებაა. როცა ლირა უფასურდება და მეორე-მესამე დღეს იწყებს ლარი გაუფასურებას - ეს წმინდა ფსიქოლოგირი მომენტია. ინვესტორები იწყებენ ბაზრიდან დოლარის ამოღებას, ლარის ბრუნვა ბაზარზე იზრდება და იზრდება წნეხი ჩვენს ვალუტაზე“ - აცხადება ექსპერტი.
რაც შეეხება იმას, რა შეიძლება გაკეთდეს, პაატა ბაირახტარის თქმით, ჩვენი ქვეყნის მიკროეკონომიკური პარამეტრები ამ დროისთვი არის პოზიტიური, რაც უზრუნველყოფს ვალუტის შემოდინებას. აქტიური ტურისტული სეზონია და გადმორიცხვებიც გაზრდილია და ფუნდამენტური მიზეზი რომ გაუფასურება გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება არ არსებობს. ამიტომ ჯერ-ჯერობით ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროებას ჯერჯერობით ვერ ვხედავ“- განაცხადა პაატა ბაირახტარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.