მყარმა მაკროეკონომიკურმა გარემომ 2018 წლის იანვარ-ივლისში ლარს რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაუფასურებასთან მიმართებით იმუნიტეტი მიანიჭა
13-08-2018, 19:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ტურიზმისა და იმპორტის დინამიკის ფონზე, აგვისტო-სექტემბერში ლარზე დაწოლა მოიხსნება, - აღნიშნულია საინვესტიციო ბანკის, Galt & Taggart-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, სადაც საუბარია თურქეთში არსებული სავალუტო კრიზისის ფონზე ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებულ პროგნოზზე.

 


როგორც Galt & Taggart-ი აღნიშნავს, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და საგრეო სექტორიდან მიღებული შემოსავლების გამო, მიუხედავად რეგიონში არსებული ვითარებისა, აგვისტოს დასაწყისამდე, ლარი ინარჩუნებდა სტაბილურობას, თუმცა 10 აგვისტოს, თურქული ლირის რეკორდული გაუფასურების გამო წარმოქმნილმა არასასურველმა მოლოდინმა, გავლენა იქონია ლარზე და ერთ დღეში ქართული ეროვნული ვალუტა გაუფასურდა 3.9%-ით და „ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე მიაღწია 2. 57 ლარს.

 


Galt & Taggart საუბრობს ექსპორტის ორნიშნა ზრდაზე (28.5%) ფულადი გზავნილების 18.3%-იან ზრდაზე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 28.9%-ით ზრდაზე, რომელთა ჯამური მატება შეადგენს 774 მლნ აშშ დოლარს (26.6%), რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას 5.7%-მდე. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში, ლარი გამყარდა 5.7%-ით დოლართან მიმართებაში.

 


საინვესტიციო ბანკი მიუთითებს, რომ რეგიონის სხვა ქვეყნების ვალუტებისგან განსხვავებით ლარი იყო სტაბილური მიუხედავად განხორციელებული სამთავრობო ცვლილებებისა და იმპორტის ზრდისა (22.9%), გაძლიერდა მომხმარებლებისა და ბიზნესის ნდობა, რომელიც გამოწვეული იყო ტურიზმიდან მიღებული მაღალი შემოსავლებით და გადასახადების შემცირებით, რომელიც მიმართული იყო საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებისკენ.

 

 

თუმცა, ამავე დროს, საქართველოს მთავარი სავაჭრო ქვეყნების ვალუტები (ლირა და რუბლი) გაუფასურდა, რის გამოც ლარი რეალურად გამყარდა აღნიშნული ვალუტების მიმართ. ლარი რუბლთან 6.4%-ით, ხოლო ლირასთან 14.6%-ით გამყარდა.

 


Galt & Taggart-ის მოლოდინია, რომ 2018 წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებელი იქნება ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-ის ფარგლებში. თუმცა, თურქული ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურების გათვალისწინებით Galt & Taggart-ის მოსალოდნელი კურსი წლის ბოლოსთვის 2.7 ლარია აშშ დოლართან მიმართებაში, ამასთან Galt & Taggart აღნიშნავს, რომ აგვისტო-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ტურიზმისა და იმპორტის დინამიკის გათვალისწინებით მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი